თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1519 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-989-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
შესაბამისად, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლიდან (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა…
- საქმე №ბს-160(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა…
- საქმე №ბს-978(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
…განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ…
- საქმე №ბს-1123(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2018
კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - ოჩამჩირის რაიონ სოფელ მერკულადან, შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის მონაწილე ორივე მხარე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, აქედან გამომდინარე, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი, განსჯადობის განსაზღვრის საერთო წესისაგან განსხვავებული განსაკუთრებული წესი და მ.
- საქმე №ბს-461-461(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2018
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი, განსჯადობის განსაზღვრის საერთო წესისაგან განსხვავებული, განსაკუთრებული წესი და ლ.
- საქმე №ბს-717-713(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.11.2017
- საქმე №ბს-325-322(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2016
- საქმე №ბს-300-298(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2016
- საქმე №ბს-668-653(გ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2015
- საქმე №ბს-349-345(გ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
- საქმე №ბს-613-601(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2012
- საქმე №ბს-216-214(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2012
- საქმე №ბს-150-149(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2012
- საქმე №ბს-1025-1017(გ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2011
- საქმე №ბს-487-483(გ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2011
- საქმე №ბს-125-119(გ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2010
- საქმე №ბს-126-120(გ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2010
- საქმე №ბს-127-121(გ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2010
- საქმე №ბს-1373-947(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2006
- საქმე №ბს-657-244(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2005
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება