1. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №929 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.207
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14272)
- საქმე №ას-791-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. 14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული…
- საქმე №ას-598-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
…არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. 15. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის…
- საქმე №ას-641-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
- საქმე №ას-765-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
…არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
- საქმე №ბს-330(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს.
- საქმე №ას-8-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ბს-139(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №ბს-112(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2026
- საქმე №ა-619-ა-6-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ას-419-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2026
- საქმე №ას-1518-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2026
- საქმე №ას-324-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2026
- საქმე №ბს-85(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №ბს-992(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ას-1401-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-232(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2026
- საქმე №ას-223-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ას-205-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ას-1614-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-138-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1331-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ბს-747(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №ბს-1398(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2026
- საქმე №ბს-1351(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ბს-941(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2026
- საქმე №ას-915-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2025
- საქმე №ბს-631(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ას-1200-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №ბს-932(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-1201-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-621-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ბს-1065(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2025
- საქმე №ა-6003-ბ-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-483-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №ას-652-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-873-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-1173-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ას-586-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ას-485-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-702(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 14272-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება