1. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი;
ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე;
დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;
ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.;
თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;
ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა.
11. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.
2. სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.
3. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი.
4. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.
5. თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
6. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
7. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2076)
- საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
ამასთან, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს არც ვადის გაგრძელების ( სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის ( სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით.
- საქმე №ას-833-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე, 368-ე, 374-ე, 70.1, 74.1 მუხლებით და მიუთითა შემდეგზე: 3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით, აპელანტს…
- საქმე №ბს-274(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 102-ე, 103-ე, 134-ე, 368-ე, 372-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აპელანტები თავიანთ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრეს ხარვეზი, აფუძნებენ…
- საქმე №ბს-225(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას.
- საქმე №ას-624-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2026
…კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება…
- საქმე №ას-951-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
- საქმე №ა-1224-ა-1-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
- საქმე №ას-50-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ას-194-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-232-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ბს-500(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ას-1578-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №ას-339-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2026
- საქმე №ას-672-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №ას-382-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
- საქმე №ას-22-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
- საქმე №ას-375-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ას-592-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2026
- საქმე №ას-35-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ბს-65(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ბს-1373(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ას-1481-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2026
- საქმე №ას-101-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2026
- საქმე №ას-245-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ას-244-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ას-240-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №ას-1590-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2026
- საქმე №ბს-419(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2026
- საქმე №ას-85-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ას-1614-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1600-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1046-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1512-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2026
- საქმე №ბს-940(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ას-1355-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-1356-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ბს-1276(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-1097-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №ბს-1181(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 2076-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება