1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.
2. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-1483-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2023
…პროცესუალურად მცდარად იქნა მიღებული. იხ. დამატებით: BGHZ, Beschlus vom 06.05.1999 –V ZB 1/99, 141, 351; BGHZ, Beschlus vom 07.12.2017 –IX ZR 81/17-WM 2018, 445; BGHZ, Beschlus vom 08.03.2017 – III ZR 39/17 –Iuris.). 34. სსსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაიშვება პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება იმ მხარის მიერ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.
- საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 42. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის…
- საქმე №ას-408-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის…
- საქმე №ას-44-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 103. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
- საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 65. განმეორებითი (მეორე) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებია: ა) იმავე პირის მიმართ, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, უკვე არსებობს ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
- საქმე №ას-1130-1157-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.08.2011
- საქმე №ას-490-464-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2011
- საქმე №ას-1105-1260-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2009
- საქმე №ას-759-975-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2008
- საქმე №3კ/815-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2001
- საქმე №ას-1576-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №010340018900013711 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 16.04.2018
- საქმე №330210017002096492 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება