1. თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.
2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(29)
- საქმე №ას-822-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2025
პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხეს გადაწყვეტილება მისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ გაუსაჩივრებია, ამ ნაწილში ის კანონიერ ძალაში იყო შესული, პალატა აღარ იყო უფლებამოსილი შეემოწმებინა აღნიშნული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ვალდებულია ბავშვს ალიმენტი გადაუხადოს.
- საქმე №ას-1066-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
კერძო საჩივარში მითითებული იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამჟამად სრულად ასაჩივრებს მხარე გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.
- საქმე №ას-1104-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 375.2 მუხლზე (თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
- საქმე №ას-777-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2023
…შესვლას, არამედ, პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, გარკვეული თანხების ინვესტირებას ერთი კომპანიიდან მეორეში. 5. შ.პ.ს. „ს.ლ.ი“-ს წარმომადგენელმა 2023 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სსსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება (რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით) და აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმება.
- საქმე №ას-791-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
სააპელაციო სასამარლომ აპელანტის შუამდგომლობა, შეჩერდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება ამავე საქმეზე საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე უსაფუძვლოდ მიიჩნია და სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ზ“ პუნქტისა და 375.2, მე-7 და 57-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ, ვინაიდან აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების, საქართველოს იუსტიციის…
- საქმე №ას-304-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-440-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2023
- საქმე №ას-303-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
- საქმე №ას-756-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2021
- საქმე №ას-825-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
- საქმე №ას-393-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2021
- საქმე №ას-881-778-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2019
- საქმე №ას-253-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2019
- საქმე №ას-1514-1434-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2018
- საქმე №ას-1091-1011-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2017
- საქმე №ას-743-695-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2017
- საქმე №ას-147-143-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №ას-965-914-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №ბს-755-741(კ-კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2015
- საქმე №ბს-1468-1450(3კ-კს-უს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ბს-1301-1261(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2008
- საქმე №ბს-88-83(კ-კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
- საქმე №ბს-41-40(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2007
- საქმე №ბს-999-953(კს-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2007
- საქმე №3კ-101-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2000
- საქმე №3კ/101 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2000
- საქმე №ას-855-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017001825874 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.01.2018
- საქმე №040210018002252142 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება