სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლი · სსსკ 376
თავი XLVI — საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში
სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.
მთავარი მონაცემები
ვადა3 დღის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(35)
საქმე №ას-1293-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად და იმავე წლის 8 აგვისტოს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). სასამართლო უწყება მოწინააღმდეგე მხარეს/მოპასუხეს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), კანონის მოთხოვნათა…
საქმე №ას-697-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, 2024 წლის 24 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). მოწინააღმდეგე მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იქნა 2024 წლის 25 სეტემბერს (ამაზე არც მოწინააღმდეგე მხარე არ დავობს), სატელეფონო შეტყობინებით და მას განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ.
საქმე №ას-1531-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და დათქმას აკეთებს იმავე კოდექსის 373-ე, 376-ე და 3761 მუხლებზე. სსსკ-ის 373.1 მუხლის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე…
საქმე №ას-911-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
…განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რამეთუ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე იყო ინფორმირებული საქმის განხილვისა და საქმეში არსებული მასალების/გარემოებების შესახებ, რისი დასტურიცაა მისი მხრიდან საქმეში არაერთი განცხადების წარდგენაც; 17.6. სსსკ-ის 376-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით განსაზღვრავს საქმის განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების ჩაბარებიდან 03 დღის განმავლობაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქმე №ას-1395-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2022 წლის 5 აპრილს, 14:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). სასამართლო უწყება მოწინააღმდეგე მხარეს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ჩაჰბარდა 2022 წლის 22 თებერვალს (ამაზე არც მოწინააღმდეგე მხარე არ დავობს), (იხ.
საქმე №ბს-217(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
საქმე №ბს-1298(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
საქმე №ბს-491(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2022
საქმე №ას-1121-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
საქმე №ას-272-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2021
საქმე №ას-817-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2021
საქმე №ას-662-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
საქმე №ას-738-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2019
საქმე №ას-1555-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2019
საქმე №ას-1971-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2019
საქმე №ას-1506-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
საქმე №ას-1609-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
საქმე №ას-1085-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2018
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 376, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-376/