1. პატიმარ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სააპელაციო საჩივრით მოითხოვოს სააპელაციო განხილვაში უშუალოდ მონაწილეობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო.
2. თუ სააპელაციო სხდომაზე აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, სააპელაციო სასამართლო განჩინებით მის სააპელაციო საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-1141აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2023
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოც უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო გადაწყვეტილებას საქმის განხილვაში მსჯავრდებულის უშუალოდ მონაწილეობის შესახებ (მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა) იღებს საჩივრის განმხილველი სასამართლო ( საქართველოს სსსკ-ის 296-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 305-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 10. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რ.
- საქმე №330100116001336411 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2020
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ მსჯელობას, და სასჯელის დამძიმების მოთხოვნით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თაობაზე აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 296-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს.
- საქმე №140100119002919129 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2019
…მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. ამავე კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილით პატიმარ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სააპელაციო საჩივრით მოითხოვოს სააპელაციო განხილვაში უშუალოდ მონაწილეობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება