თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოსარჩელეს.
2. მოსარჩელეს უფლება აქვს, მოსამართლეს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს თავისი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-950-900-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2016
ამასთან, მოპასუხეს შესაგებელიც რომ შეეტანა და უარეყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, კასატორის განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 449-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესაძლებლობას აძლევდა მოსარჩელეს 5 დღის ვადაში დამატებით წარედგინა მტკიცებულებები.
- საქმე №3კ/656-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2002
…ფლობისა და სარგებლობის სხვა სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 447-ე მუხლის შესაბამისად საერთო საქმიანობის ხელშეკრულებით მხარეები კისრულობენ ერთად იმოქმედონ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად. ამავე კოდექსის 449-ე მუხლის შესაბამისად საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეების ფულადი ან სხვა ქონებრივი შენატანები, აგრეთვე საერთო საქმიანობის შედეგად შექმნილი ან შეძენილი ქონება მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს.
- საქმე №3კ/648-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2001
ამ ნორმით საერთო საქმიანობის ხელშეკრულებით მხარეები კისრულობენ ერთად იმოქმედონ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად, სახელდობრ: საწარმოს ან დაწესებულების ასაშენებლად და ექსპლუატაციისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 449-ე მუხლის პირველი ნაწილით, საერთო საქმიანობისათვის ხელშეკრულების მონაწილეები გაიღებენ ამ კოდექსის 447-ე მუხლში აღნიშნული მიზნების მისაღწევად ფულს ან ქონებას ანდა მონაწილეობას მიიღებენ შრომით საქმიანობაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება