თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
კოდექსის ზოგიერთი მუხლის მოქმედების გავრცელება ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე
1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის, 59-ე მუხლის 31 ნაწილის, 183-ე და 184-ე მუხლების, 186-ე მუხლის 11 და 12 ნაწილების, 201-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
2. ამ კოდექსის 445-ე-449-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3447 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3447
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1066(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
აქვე, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 450-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დავის საგნის გასხვისების უფლება.
- საქმე №ზ-241-ა-8-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2019
ამასთან, საკასაციო პალატა განმცხადებელს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 450-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 445-ე-449-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება