დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2014
საქმის ნომერი
971აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №971აგ-13 4 მარტი, 2014 წელი გ-ი რ.- 971აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით რ. გ-ი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

რ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო გ. ჩ-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით რ. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისაგან;

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმებას, სასჯელის დანიშვნას დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები.

საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული რ. გ-ი არის ძებნილი.

სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

საქმის მასალების თანახმად, რ. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მას უფლება აქვს, დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული განაჩენი. ამდენად, მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 აგვისტოს განჩინება რ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი