მუხლი 57. სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის
სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლი · სსკ 57
თავი XI — სასჯელის დანიშვნა
1. დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.
2. შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ერთ-ერთი თანამონაწილის ან ამსრულებლის პიროვნებას შეეხება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ თანამონაწილისათვის ან ამსრულებლისათვის სასჯელის დანიშვნის დრო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
საქმე №2კ-33-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
…ამოწურულა. 6.2. ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჰ. ი–ს (H.Y.) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა - 10 წელი არ არის გასული ავსტრიის რესპუბლიკის კანონმდებლობით ( სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის 3 პუნქტის მიხედვით). 6.3. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი - ავსტრიის რესპუბლიკის, ისე მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
საქმე №2კ-22-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2022
ბ-ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაული ითვალისწინებს ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთას, თუმცა ასეთი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში იგი არ იქნება შეუქცევადი, რადგან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, სულ მცირე – 25 წლის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანით.
საქმე №2კ-327-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2021
მ–სათვის ბრალად შერაცხული ქმედება ითვალისწინებს აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთას, თუმცა აღნიშნული სასჯელის გამოყენების შემთხვევაში იგი არ იქნება შეუქცევადი, ვინაიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, 25 წლის შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია უვადო პატიმრობა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
საქმე №2კ-623აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2019
მ-ე, რომელიც გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და საქართველოს სსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილ უფლებებს, ხოლო სასამართლო განხილვისას დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენდა კომპანიის დირექტორი -თ.
საქმე №953აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2014
დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 ნაწილის (1960 წლის რედაქცია) თანახმად, ნასამართლობის არმქონედ ითვლებიან ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების…
საქმე №2კ-782აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2011
საქმე №2კ-803აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2010
საქმე №2კ-109აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2009
საქმე №2კ-48-I.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2005
საქმე №2კ-116კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2004
საქმე №2კ-31აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2000
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 57, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-57/