მოიჯარეს შეუძლია მოსთხოვოს მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ:
ა) მეურნეობის იჯარა მოიჯარის მეურნეობისათვის წარმოადგენს საარსებო საფუძველს;
ბ) მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მოიჯარის მეურნეობის შესანარჩუნებლად და იჯარის მოშლა, თუნდაც ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარისა თუ მისი ოჯახისათვის იმდენად მტკივნეულია, რომ მას არა აქვს გამართლება თვით მეიჯარის პატივსადები ინტერესებითაც კ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-1393-1313-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არ დგება ის შედეგი, რისი მიღწევაც სავარაუდოდ მას სურს ( სსკ-ის 604-ე მუხლი - საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა). ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელება არ გულისხმობს ხელშეკრულების სამუდამოდ გაგრძელებას, ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელება ხელშეკრულების ერთ მხარეს ყოველთვის აძლევს უფლებას ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვოს, ამისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას.
- საქმე №ას-221-213-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2012
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული ნორმებით კანონმდებელი კონტრაჰირების იძულებას დასაშვებად მიიჩნევს (მაგ: 319-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილები, 604-ე მუხლი), თუმცა ხელშეკრულების დადების იძულება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ნამდვილი გარიგების შემთხვევაშია შესაძლებელი.
- საქმე №ბს-347-334(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2009
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლა არათუ ასეთი ფორმით, არამედ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც კი, სკ-ის 604-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია თუ მეურნეობის იჯარა მოიჯარის მეურნეობისათვის წარმოადგენს საარსებო საფუძველს და მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მოიჯარის…
- საქმე №ბს-220-208(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2007
მოსარჩელის აზრით, სახელმწიფოს მიერ საიჯარო ხელშეკრულებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 604-ე მუხლის,,ბ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, მოიჯარეს შეუძლია მოსთხოვოს მეიჯარეს საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, თუ მიწის ნაკვეთი…
- საქმე №ბს-565-644-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2004
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სკ-ის 604-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, მოიჯარეს შეუძლია მეიჯარეს მოსთხოვოს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება დადებულია განსაზღვრული ვადით და ეს ვადა სამ წელზე მეტია, მოიჯარეს ეს უფლება წარმოეშობა ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე.
- საქმე №3გ-ად-30-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2003
- საქმე №3გ-ად-411-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2003
- საქმე №3გ/ად-9-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2000
- საქმე №020211417700040506 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330310115754716 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება