საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე
–
გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა
–
მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში. წინადადება და მასზე უარი უნდა გაფორმდეს წერილობი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 605. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლის გამო
სამოქალაქო კოდექსის 605-ე მუხლი · სკ 605
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-263(კ-23)
…ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. ამავე კოდექსის 605-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე _ გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა _ მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში.
- საქმე №ას-1393-1313-2017
…არ გულისხმობს ხელშეკრულების სამუდამოდ გაგრძელებას, ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელება ხელშეკრულების ერთ მხარეს ყოველთვის აძლევს უფლებას ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვოს, ამისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას. სსკ-ის 605-ე მუხლის თანახმად საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე - გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა - მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში.
- საქმე №ას-797-1012-08
სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 605-ე მუხლზე. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ 1995 წლის იანვარში, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება მოხმარებული წყლის ღირებულების გადახდის თაობაზე.
- საქმე №ბს-1041-995(კ-07)
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 605-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულება წყდებოდა ვადის გასვლის შედეგად. 1998 წლის 20 აგვისტოს ¹2-372 ბრძანებით დამტკიცებული,…
- საქმე №ბს-216-366-კ-03
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ აღნიშნულ ფაქტს არ მისცა სათანადო შეფასება, ასევე არ გამოიყენა სკ-ის 605-ე მუხლი და არასწორად განმარტა გამოყენებული ნორმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ.
- საქმე №3კ/751-02
- საქმე №020211417700040506
- საქმე №330310016001611810
- საქმე №080310017001770650
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 599. მეიჯარის თანხმობით გაწეული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 600. აუღებელი მოსავლის ანაზღაურება
- მუხლი 601. მოიჯარის მოვალეობა ახალი მოიჯარის წინაშე
- მუხლი 602. საიჯარო ქონების დაბრუნების მოვალეობა
- მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე
- მუხლი 604. საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა
- მუხლი 606. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა უვადო ხელშეკრულების შემთხვევაში
- მუხლი 607. ცნება
- მუხლი 608. ფრენშაიზის მიმცემის ვალდებულებანი
- მუხლი 609. ფრენშაიზის მიმღების ვალდებულებანი
- მუხლი 610. განდობილი ინფორმაციის შენახვის ვალდებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 605, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-605/