1. არამატერიალური აქტივების ხარჯები გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით, მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის პროპორციულად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, 1000 ლარამდე ღირებულების არამატერიალური აქტივი მთლიანად გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც შესაბამისი ხარჯი იქნა გაწეული.
2. თუ შეუძლებელია არამატერიალური აქტივების სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა, ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს.
3. თითოეული არამატერიალური აქტივი ცალკე ჯგუფად აღირიცხება.
4. ამორტიზაციას დაქვემდებარებული არამატერიალური აქტივების ღირებულებაში არ შეიტანება მათი შეძენის ან წარმოების ხარჯები, თუ ისინი უკვე გამოქვითული იყო გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) გამოანგარიშებისას.
5. თუ არამატერიალური აქტივების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა გამოიქვითება.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2014
წლის 12 დეკემბრის
კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.12.2014 კანონი №2946
- 15.05.2012 კანონი №6211
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-709(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
…ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ამავე კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება კომპანიის შეძენა ან კომპანიათა გაერთიანება, ფასს-ის თანახმად წარმოიშობა...ი, რომელიც წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს და საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად, ერიცხება ამორტიზაცია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველი თანხა დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასა და ეკონომიკურ საქმიანობასთან და არ არსებობს მისი...იდან ამოღების საფუძველი.
- საქმე №ას-378-359-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2015
არამატერიალური აქტივის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლი ადგენს, რომ მასთან დაკავშირებული ხარჯი აღიარდება ამორტიზაციის წესით. კერძოდ, არამატერიალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ცალკე…
- საქმე №ბს-912-905(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.09.2011
საბოლოოდ შპს «მ-ს» ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადსახადო ინსპექციის) 2009 წლის 24 ივლისის ¹5339 ბრძანებისა და ¹7/53 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა _ 95277,57 ლარი. ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადსახადო ინსპექციის) 2009 წლის 24 ივლისის ¹5339 ბრძანებისა და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება