ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა, აგრეთვე ერთობლივ შემოსავალში ასახული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა)/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა.
საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №906 - ვებგვერდი, 20.08.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.07.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.07.2013 კანონი №906
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1537(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2019
აუდიტორთა მხრიდან საერთოდ არ მოხდა მეწარმის მიერ გაწეული ხარჯების საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დასაბეგრი შემოსავლებიდან გამოქვითვა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით აუდიტორთა მტკიცება ორმაგი გამოქვითვის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, განმეორებითი დაბეგვრა ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
- საქმე №ბს-870-866(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2018
აუდიტორთა მიერ საერთოდ არ მოხდა მეწარმის მიერ გაწეული ხარჯების საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დასაბეგრი შემოსავლებიდან გამოქვითვა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით აუდიტორთა მტკიცება ორმაგი გამოქვითვის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად განმეორებითი დაბეგვრა ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
- საქმე №080310015781053 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.03.2018
აუდიტორთა მიერ საერთოდ არ მოხდა მეწარმის მიერ გაწეული ხარჯების საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დასაბეგრი შემოსავლებიდან გამოქვითვა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით აუდიტორთა მტკიცება ორმაგი გამოქვითვის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად განმეორებითი დაბეგვრა ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
- საქმე №080310015781053 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2018
აუდიტორთა მიერ არ მოხდა მეწარმის მიერ გაწეული ხარჯების საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დასაბეგრი შემოსავლებიდან გამოქვითვა. მოსარჩელის განმარტებით, საკითხის დეტალური შესწავლის პროცესში გამოირკვა,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება