1. დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება:
ა) საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში;
ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა;
გ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 1641 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა;
დ) ამ კოდექსის 1641 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა.
2. ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს);
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნისთვის − პირი, რომელიც საქონელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში აქცევს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე;
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე;
გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე;
დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
დ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე;
დ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
6. დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით არ იბეგრება:
ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის გადაცემა.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(59)
- საქმე №ბს-852(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ, სამინისტრო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სანამ საბოლოოდ/დადასტურებულად არ იქნებოდა დადგენილი საქონლის გასვლა…
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
მეოთხე სადავო საკითხთან (იჯარის და გადატვირთვის მომსახურების ფასების გამიჯვნა) დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ფიქსირებულ…
- საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…პირველი ნაწილის თანახმად, „საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ“. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლი ითვალისწინებს დღგ-თი დაბეგვრის ცალკეულ შემთხვევებს, კერძოდ: „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების…
- საქმე №ბს-541(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და არ არსებობდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მიხედვით…
- საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-1357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-959(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-1213(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
- საქმე №ბს-688(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ბს-272(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
- საქმე №ბს-58(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-1112(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ას-544-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
- საქმე №ბს-1275(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-1027(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-276(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-890(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2020
- საქმე №ბს-1240(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
- საქმე №ბს-834(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №ბს-387(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-110(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ბს-615-615(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №ბს-854-846(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2018
- საქმე №ბს-990-986(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ბს-329-327(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2017
- საქმე №ბს-827-819(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2017
- საქმე №ბს-93-92(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2017
- საქმე №ბს-702-695(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2017
- საქმე №330310015001034586 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330310017001807957 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №080310017001916438 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2019
- საქმე №330310016001437316 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №330310015001034586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310016001634205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №330310017001814881 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310017001797156 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №330310016001381127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 59-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება