ბრძანება N 21664

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 02.10.2026
№ დოკუმენტი 21664
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21664

02 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 30 აპრილის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 და 24 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები: №85 და №88) იმსჯელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 აგვისტოს №27612/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----“ (ს/ნ ----) 2026 წლის 30 აპრილის №71128/21 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №081-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტითაც დგინდება, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემმოწმებლის მიერ განხორციელებულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებების უზრუნველყოფის სახით კრედიტორისთვის, ბანკისთვის გადაცემის საფუძვლით. აღნიშნული საფუძვლით დაბეგვრას არ ეთანხმება და მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე. მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს, ხოლო თუ კრედიტორი წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ პირს, მას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუწველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში მიღებისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება და ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდშივე კომპანიის მიერ ბანკისგან გამოსყიდული იქნა რამდენიმე ბინა, რომელიც ბანკის მიერ დაბეგრილია დღგ-ით და შესამოწმებელ პერიოდშივე კომპანიის მიერ განხორციელდა აღნიშნულ ბინებზე სს „----“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, შემოწმებისთვის აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო.

გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით არ დგინდება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, შედეგად ვალდებულებები განისაზღვრა იმდაგვარად, რომ ოპერაცია შეფასდა თითქოს აღნიშნული წარმოადგენდა კომპანიისთვის სტანდარტულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, მაშინ როდესაც შემმოწმებელი თავად უთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომ ქონებების გადაცემა ბანკისთვის განხორციელებულია 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე. გადამხდელი ითხოვს სადავო აქტებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2334 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7819 ბრძანება და ამავე თარიღის №081-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 787 435 ლარი, მათ შორის, გადასახადი 493 069 ლარი, ჯარიმა 246 534 ლარი და საურავი 47 832 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 29 მაისის №11863 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 24 აგვისტოს №27612/2/2026 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11863 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----“ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების შეძენარეალიზაციას. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია ----- (-----). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 4 440 097 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები შპს „-----" შემდეგ მისამართზე: -----. გადამხდელს შეძენილი აქვს 51 საცხოვრებელი ფართი და 5 ავტოსადგომი. საცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი ფართები შპს „------“ ------ საკუთრებაშია გადასული 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმების საფუძველზე მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გადამხდელმა გადასცა კრედიტორს (სს „-----" (ს/კ -----)) იპოთეკით დატვირთული ფართები. აღნიშნული ფართები გადამხდელს არ აქვს დაბეგრლი დამატებული ღირებულების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ იმ გარემოებაზე, რომ 2026 წლის 11 სექტემბერს შპს „----“ (ს/ნ -----) წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ------ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №-----საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, ხოლო ------ 2026 წლის 11 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სარჩელი (საქმე №3/664-26).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „----“ (ს/ნ -----) იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს 4 440 097 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები, კერძოდ, 51 საცხოვრებელი ფართი და 5 ავტოსადგომი.

საცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი ფართები „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, გადაცემულია კრედიტორის საკუთრებაში.

აღნიშნული ფართები გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით, რის გამოც გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;160;163;275;301