1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
2. (ამოღებულია - 30.06.2017, №1182).
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
4. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. ამასთანავე, აღნიშნული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი.
6. (ამოღებულია - 23.12.2017, №1935).
7. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.
8. საქართველოს საწარმოს მიერ გამოშვებული და უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
9. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული პროცენტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
საქართველოს 201
წლის 10
აპრილის
კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №118 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1935
–
ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 23.12.2017 კანონი №1935
- 30.06.2017 კანონი №1182
- 20.12.2012 კანონი №118
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კოდექსის 131-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი…
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
მესამე სადავო საკითხთან (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დაბრუნება) დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 41-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა,…
- საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
მოსარჩელის მითითებით, მას პირგასამტეხლოს სახით მიღებული შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა არ განუხორციელებია, რადგან საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხა ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და ამ სახის შემოსავალი ფიზიკური პირის ერთობლის შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარებოდა.
- საქმე №ბს-150(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
საქალაქო სასამართლომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე, 131-ე, 134-ე, 309-ე მუხლების გამოყენებისა და განმარტების, ასევე საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა შპს „ა...ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
- საქმე №ბს-628(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
აღნიშნული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხებიდან, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, კომპანიას მიღებული აქვს საპროცენტო შემოსავლები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. 2.
- საქმე №ბს-705(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ას-217-204-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2015
- საქმე №ბს-426-421(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2013
- საქმე №ბს-912-905(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.09.2011
- საქმე №330310015748472 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №330310018002390510 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №330310016001281784 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №330210119002855811 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №330310018002390510 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №ბს-159(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
- საქმე №ბს-213-211(2კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ბს-1119-1108(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2012
- საქმე №ბს-858-832(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2011
- საქმე №ბს-1042-1013(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.01.2011
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება