1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გააკეთოს ახსნა-განმარტება, რის საფუძველზე თვლის თავის მიერ მიღებულ მოგებას ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაზრო პრინციპის შესაბამისად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საკმარისი ინფორმაცია და ანალიზი საკუთარი ახსნა-განმარტების გასამყარებლად და იმის შესამოწმებლად, რამდენად შეესაბამება მის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილს.
2. თუ საწარმოს, რომელიც იბეგრება საქართველოში, და მის ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის განხორციელებული ოპერაციის პირობებში სხვა ქვეყნის საგადასახადო ორგანომ შეიტანა შესწორება, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში დაიბეგრა მოგების ის ნაწილი, რომელიც უკვე დაბეგრილი იყო საქართველოში, და ამ ქვეყანასთან საქართველოს დადებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება, მაშინ საქართველოს საგადასახადო ორგანო საქართველოს გადამხდელი საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე გადაამოწმებს, შეესაბამება თუ არა შეტანილი შესწორება საბაზრო პრინციპს. თუ საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ზემოაღნიშნული შესწორება შეესაბამება საბაზრო პრინციპს, იგი შეიტანს შესაბამის შესწორებას და განახორციელებს საქართველოს გადამხდელი საწარმოს გადასახადის თანხის კორექტირებას.
3. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება, დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის განსაზღვრა, ოპერაციის კორექტირების განხორციელების წესი, ოპერაციის მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტთა ნუსხა, საბაზრო ფასების თაობაზე ინფორმაციის წყაროები, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, ამ თავის მიზნებისთვის გამოსაყენებელი ვადები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შემოწმება ხორციელდება ამ თავის დებულებათა შესაბამისად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.11.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.11.2011 კანონი №5202
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1024(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2025
ამასთან, მითითებული კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გააკეთოს ახსნა-განმარტება, რის საფუძველზე თვლის თავის მიერ მიღებულ მოგებას ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
მეორე სადავო საკითხთან (ოფშორული ზონის რეზიდენტთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება) დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 ნაწილებზე, 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ შემოწმების აქტის თანახმად, კომპანიას 2006 წლის საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, არარეზიდენტი კომპანია „c...“-ისგან (ოფშორში რეგისტრირებული) იჯარით აღებული აქვს ორი საბუქსირე ხომალდი, რომელსაც გადამხდელი იყენებს გემების შემოყვანა/გაყვანის მომსახურების გაწევის პროცესში.
- საქმე №ას-306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
საურავი ( საგადასახადო კოდექსის 129- ე მუხლი) - 2 685, 80 ლარი; სულ- 282 457, 00 ლარი- (იხ. ტ.1, ს.ფ. 49; იხ. საკასაციო სასამართლოს 4.06.2024წ.
- საქმე №ას-306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.08.2024
საურავი ( საგადასახადო კოდექსის 129- ე მუხლი) - 2 685, 80 ლარი; სულ- 282 457, 00 ლარი- (იხ. ტ.1, ს.ფ. 49; იხ. საკასაციო სასამართლოს 4.06.2024წ.
- საქმე №ბს-1323(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები, მათი გამოყენება, საბაზრო ინფორმაციის თაობაზე ინფორმაციის წყაროები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
- საქმე №ბს-1119-1108(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2012
- საქმე №ბს-725-701(3კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2011
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება