1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი როიალტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 20-პროცენტიანი განაკვეთით.
2. ფიზიკური პირის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) მიღებული როიალტი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
3. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი როიალტი, უფლება აქვს, ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა.
4. სახელმწიფოსათვის გადახდილი როიალტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №118 - ვებგვერდი, 29.12.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.12.2012 კანონი №118
- 14.06.2011 კანონი №4754
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1119-1108(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2012
…წლის 5 ოქტომბრის შემოწმების აქტი; შემმოწმებლებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეს დამატებით თანხები უნდა დარიცხვოდა საშემოსავლო, სოციალურ გადასახადებში, აგრეთვე დ.ღ.გ.-ში, მასვე უნდა დაკისრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე, 132-ე, 133-ე, 143-ე და 139-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხები; თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 5 ოქტომბრის შემოწმების აქტის საფუზველზე ამავე საგადასახადო ინსპექციამ 2007 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა ¹დ/691 ბრძანება მოსარჩელის _ ინდ.
- საქმე №ბს-583-578(3კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2011
ვინაიდან დღგ არაპირდაპირი მრავალსაფეხურიანი გადასახადია, დღგ-ს ბიუჯეტში შეტანა საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიმწოდებლის ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში მიმწოდებელი საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის დღგ-ს გადამხდელია, ამასთანავე საგადასახადო კოდექსის 129-ე და 132-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადაუხდელობისათვის, არათავისდროული გადახდისათვის საურავი და ჯარიმა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ გადასახადის გადამხდელს.
- საქმე №ბს-725-701(3კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2011
…ჰქონდა 700024.41 ლარის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა, საიდანაც ერიცხება დღგ 126413.7 ლარი, ბიუჯეტის კუთვნილმა დღგ-ს გადასახადმა შეადგინა 80515.6 ლარი, ანუ გადასახადი შემცირებულია 29117 ლარით და დაექვემდებარა დამატებით დარიცხვას, ასევე საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 5185.8 ლარი. დღგ-ში დამატებით დარიცხვა გამოწვეულია საწარმოს მიერ განხორციელებული ჩათვლების გაუქმებით,…
- საქმე №ბს-740-715(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2011
…ხარჯებში). მოსარჩელის განმარტებით, შემმოწმებლებმა დაადგინეს, რომ თითქოს 2005 წლის მოგების გაასახადით დასაბეგრი მოგება შემცირებულია 800021 ლარით, რის გამოც შპს “...” გადასახდელად დაარიცხეს გადასახადის ძირითადი თანხა 160004 ლარი და საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 120003 ლარის (75%-ის) ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტით მოგების გადასახადის…
- საქმე №330310017001804719 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
უკანონო ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო გადამხდელის მიმართ უნდა გატარდეს საგადასახადო სანქციები,,საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ". საგადასახადო ინსპექციის კომპიუტერულ ბაზაში არსებული მონაცემებით და ზემოაღნიშნული წერილით…
- საქმე №330310015001027636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №ბს-1108-1097(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2013
- საქმე №ბს-678-656(3კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2011
- საქმე №ბს-191-184(4კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2011
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება