1. ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.
2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.
4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.
5. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.
6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის – რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2013 კანონი №1886
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ვადების განსაზღვრა 1. საქართველოსამ საგადასახადოკოდექსით კანონმდებლობით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, კვარტალებით,თვეებით, თვეებით ან დღეებით ანდაან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. 2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. ამ კოდექსის მიზნებისათვის, დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. ამასთანავე, ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსითკოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღეებისა.დღისა, 3.თუ მოქმედებისსაქართველოს განხორციელებისსაგადასახადო ვადაკანონმდებლობით განისაზღვრებასხვა კონკრეტულირამ კალენდარულიარ თარიღითარის ანგათვალისწინებული. იმ3. გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება განხორციელდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. 4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. 5.4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში. 6.5. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება კვარტალებით, მთავრდება კვარტალის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში. 7. მოქმედება, რომლის განხორციელებისთვისაცგანხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, გარდახოლო ისეთითუ შემთხვევისა,მოქმედება როდესაცხორციელდება ამ კოდექსით დაშვებულია მოქმედების განხორციელება საბანკო გადარიცხვითგადარიცხვით, ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით.გზავნილით უკანასკნელან/და შემთხვევაშიელექტრონული მოქმედებაფორმით დადგენილ− ვადაში განხორციელებულად ითვლება, თუ იგი განხორციელდა ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე. 8.6. თუ ვადისმოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.დამთავრებამდე, 9.ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე. 7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის – პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 10.8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან. 11. კალენდარული წელი მოიცავს ოთხ კვარტალს: ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით – I კვარტალი; ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით – II კვარტალი; გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით – III კვარტალი; დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – IV კვარტალი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის ათვლა, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, დაიწყო 14.09.2022 წელს და დასრულდა 03.10.2022 წელს.
- საქმე №ბს-1153(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
ამგვარი განმარტების მართებულობისთვის პალატა მოიხმობს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის დანაწესს, რომლითაც განსაზღვრულია ვადები. მითითებული ნორმა მკაცრად ადგენს როგორც ვადის ათვლის, ისე მისი დასრულების წესს, მათ შორის…
- საქმე №ბს-340(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
…თუ სადავო საგადასახადო მოთხოვნის გამოქვეყნების თარიღი აითვლება საგადასახადო მოთხოვნის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღიდან (2016 წლის 10 ნოემბრიდან), 30-ე დღე არის 2016 წლის 10 დეკემბერი, შაბათი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, როდესაც ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
- საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
საჩივრის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა უნდა გაგრძელდეს შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
- საქმე №ბს-298(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
2013 წლის 26 დეკემბრის №1886 საქართველოს კანონით, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი, რომლის ამოქმედება დადგინდა 2017 წლის პირველი იანვრიდან ( კანონის 3.2 მუხლი). გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 62-ე ნაწილი, რომლის შესაბამისად განისაზღვრა ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი,…
- საქმე №ბს-1100(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
- საქმე №ბს-1189(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2021
- საქმე №ბს-40(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-866-862(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2019
- საქმე №ბს-331-331(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №ბს-421-410(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №080310016001389794 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.07.2019
- საქმე №330310017001900701 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330310018002541616 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №330310018002500527 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №ბს-75(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ბს-1219(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2021
- საქმე №ბს-915-911(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
- საქმე №330310015730873 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება