1. მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა:
ა) სამშენებლო-სამონტაჟო;
ბ) სარემონტო;
გ) სარესტავრაციო;
დ) საცდელ-საკონსტრუქტორო;
ე) გეოლოგიურ-საძიებო;
ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის ტრანსპორტირება;
ზ) ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით;
თ) საშუამავლო;
ი) პერსონალის შერჩევა;
კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა;
ლ) ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება;
მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება;
ნ) სარეკლამო მომსახურება;
ო) ინოვაციური მომსახურება;
პ) ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება;
ჟ) სადაზღვევო მომსახურება;
რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება;
ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება;
ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა;
უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება;
ფ) დაცვის მომსახურება;
ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება;
ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება;
ყ) საზღვაო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება;
შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო სივრცესა და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება;
ჩ) სხვა მომსახურება.
2. დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებად ითვლება საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში).
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 22
ივნისის კანონი
№5503
- ვებგვერდი,12.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.10.2011 კანონი №5118
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. მომსახურება 1. მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: ა) სამშენებლო-სამონტაჟო; ბ) სარემონტო; გ) სარესტავრაციო; დ) საცდელ-საკონსტრუქტორო; ე) გეოლოგიურ-საძიებო; ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის ტრანსპორტირება; ზ) ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით; თ) საშუამავლო; ი) პერსონალის შერჩევა; კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა; ლ) ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება; მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება; ნ) სარეკლამო მომსახურება; ო) ინოვაციური მომსახურება; პ) ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება; ჟ) სადაზღვევო მომსახურება; რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება; ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება; ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა; უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება; ფ) დაცვის მომსახურება; ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება; ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება; ყ) საზღვაო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება; შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო სივრცესა და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება; ჩ) სხვა მომსახურება. 2. დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებად ითვლება საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში). საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5503 - ვებგვერდი, 12.07.2016
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა შორის…
- საქმე №ას-562-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
თუმცა, რადგან მოსარჩელე როგორც სამხედრო ძალების ვეტერანი სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით და გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მისი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაა საათში 2,07 ლარია (სშკ-ის 14.1 და 17.3 მუხლების სამართლებრივი ანალიზით). 18. შესამისად, მოსარჩელის (პირველი აპელანტი) მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სახით 3 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
- საქმე №ბს-827-819(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2017
…სუბიექტის საერთო შემოსავალი, არამედ ის ეკონომიკური ოპერაციები, რომლებიც სპეციალურად არის განსაზღვრული საგადასახადო კოდექსით და რომელთა შორის არის ქონების იჯარით გაცემა, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფაგლებში გაწეული მომსახურება ( საგადასახადო კოდექსის 14.1 მუხლის „ზ“ ქვ.პ., 161-ე მუხლის „ა“ ქვ.პ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობის 29.12.2010წ.
- საქმე №190210017002070005 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.12.2018
(სშკ-ის 14.1 და 17.3 მუხლების სამართლებრივი ანალიზით). შესამისად აპელანტ ზ.ბ-------ის მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სახით 3 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.