1. თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.
2. დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-725-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2019
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 799-ე, 802-ე, 805-ე, 808-ე და 844-ე მუხლები გამოიყენა. 10. სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
- საქმე №200210016001536205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2018
…აფორმებს ერთ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს როგორც დაზღვევის ხელშეკრულებას, ისე დაზღვევის პოლისს. დაზღვევის ხელშეკრულება ყოველთვის უნდა გაფორმდეს წერილობით. სადაზღვევო მოწმობის წარდგენა აუცილებელია სადაზღვევო საზღაურის გასაცემად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 805-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.
- საქმე №200210016001536205 · თელავის რაიონული სასამართლო · 23.06.2018
…დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316- 317-ე, 799-ე, 802-ე, 805-ე, 808-ე, 844-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება