1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.
2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.
4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ას-318-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
ამ ინფორმაციის შეუტყობინებლობა უფლებას აძლევს მზღვეველს მოშალოს ხელშეკრულება ( სსკ-ის 808.3 მუხლი: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
- საქმე №ას-823-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 808-ე და 814-ე მუხლებით, მიუთითა სადაზღვევო კომპანიის 2019 წლის 08 იანვრის N207 და 2019 წლის 29 მაისის N8816 წერილებზე (იხ.
- საქმე №ას-469-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
…30.05.2014 წლის დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის დარღვევა, რითიც სახეზეა დამზღვევის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების, სწორი ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულების დარღვევა, რისი ვალდებულებაც დამზღვევს აკისრია სამოქალაქო კოდექსის 808-ე მუხლით. შესაბამისად, სახეზეა დამზღვევის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება - მზღვევეელისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
- საქმე №ას-594-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 808-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე „1.დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი…
- საქმე №ას-618-618-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2020
…(მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს) გათვალისწინებული უფლებამოსილება წარმოეშვას, არასწორი ინფორმაცია არსებით გარემოებას უნდა შეეხებოდეს. სსკ-ის 808.2 მუხლი (არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად) მზღვეველს ავალდებულებს, გარკვევით ჩამოაყალიბოს არსებითი გარემოებების შესახებ კითხვები (მათ შორის, ასარჩევი სავარაუდო პასუხებიც).
- საქმე №ას-725-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2019
- საქმე №ას-281-281-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2019
- საქმე №ას-409-382-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ას-733-1003-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2005
- საქმე №050210016001524314 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330210015753225 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.07.2018
- საქმე №330210117002162965 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №330210015794711 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2018
- საქმე №330210016001213777 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.10.2018
- საქმე №330210016001309867 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №200210016001536205 · თელავის რაიონული სასამართლო · 23.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება