1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-1164-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
ასეთ ვითარებაში მოპასუხე თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისაგან სსკ-ის 809-ე და 318-ე მუხლების საფუძველზე. 63. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.
- საქმე №ას-469-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
ასევე უთითებს ამავე კოდექსის 809-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში.
- საქმე №ას-618-618-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2020
მითითებული პრეტენზიით კასატორი ფაქტობრივად ხელშეკრულების დადების ეტაპზე დამზღვევის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე ( სსკ-ის 809-ე მუხლი) აპელირებს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. კასატორი არ დავობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოტოციკლს ქარხნულად ჰქონდა დამონტაჟებული საჭის ჩამკეტი.
- საქმე №ას-461-435-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2016
…და უკანონოა. სსკ-ის 844-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; 20.6. სსკ-ის 809-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვეველისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში.
- საქმე №ას-657-624-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2014
…რაც დასტურდებოდა საქმეზე წარდგენილი მზღვეველის მიერ გაცემული 2013 წლის 8 იანვრის წერილის შინაარსით, რომლის მიხედვითაც მზღვეველი პირდაპირ უთითებდა 2010 წლის 11 დეკემბრის ავტოსაგზაო შემთხვევაზე და ამ ინფორმაციის მიუწოდებლობაზე. სამოქალაქო კოდექსის 809-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.
- საქმე №ას-681-902-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2008
- საქმე №ას-733-1003-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2005
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება