1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.
4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
II. სადაზღვევო შესატა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(64)
- საქმე №ას-318-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
…მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ არის მიზეზობრივ კავშირში სადაზღვევო შემთხვევის დადგომასა და მზღვევლის მოვალეობის შესრულებასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-409-382-2017, 19 ივლისი, 2018 წელი). 15. სსკ-ის 814-ე მუხლით კი მოწესრიგებულია ის შემთხვევა, როდესაც დამზღვევი არ ასრულებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულებას ( სსკ-ის 814-ე მუხლი: 1.
- საქმე №ას-1349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
სასამართლო, სარჩელის უარყოფის საფუძვლად უთითებს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მხრიდან დაირღვა შეტყობინების ვალდებულება, სსკ-ის 814-ე მუხლით დადგენილია დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველს არ შეუძლია,…
- საქმე №ას-1370-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
- საქმე №ას-1410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814.1 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების დარღვევა ასახვას ჰპოვებს მზღვეველის სუბროგაციის უფლებაზე, აღნიშნული უნდა მივიჩნიოთ მზღვეველის ინტერესების არსებით შელახვად.
- საქმე №ას-1113-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2025
…და თანდართული მასალების მიღებისას, თუ მასალების არასაკმარისობის გამო, ვერ მოხდება ზარალის იდენტიფიცირება ან ზარალის ოდენობის დადგენა, მზღვეველი ვალდებულია, თავად დააზუსტოს და მოიძიოს შესაბამისი ინფორმაცია (11.10.4 პ.). 58. სსკ-ის 814-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, ყველა ის გარემოება, რაც უკავშირდება სადაზღვევო შემთხვევას და მისგან გამომდინარე საზღაურის ოდენობის განსაზღვრის საკითხს, გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს მზღვეველის მიერ, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი (სადაზღვევო აქტი).
- საქმე №ას-232-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
- საქმე №ას-1297-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ას-845-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
- საქმე №ას-405-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2024
- საქმე №ას-262-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2024
- საქმე №ას-823-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
- საქმე №ას-882-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
- საქმე №ას-254-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ას-120-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-1206-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
- საქმე №ას-782-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
- საქმე №ას-1107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
- საქმე №ას-740-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ას-642-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
- საქმე №ას-1479-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2020
- საქმე №ას-1112-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-1076-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-422-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2019
- საქმე №ას-281-281-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2019
- საქმე №ას-409-382-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ას-134-134-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2018
- საქმე №ას-535-511-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2016
- საქმე №ას-266-253-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2016
- საქმე №ას-900-850-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2016
- საქმე №ას-1319-1257-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ას-581-549-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2012
- საქმე №ას-591-555-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2010
- საქმე №ას-701-1075-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2007
- საქმე №3კ/450-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2001
- საქმე №050210016001524314 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330210015753225 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.07.2018
- საქმე №330210016001604748 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.03.2018
- საქმე №240210017001817501 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №330210019002857924 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330210019002792794 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.08.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 64-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება