დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის რეალური საფრთხე.
III. ზიანის დაზღვევა
ა) ხელშეკრულების შინაარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-198-198-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2021
…თანასწორობის ბალანსის დარღვევას არ იწვევს, რადგანაც დაზღვევის ურთიერთობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები ითვალისწინებს იმ კერძო (სპეციალურ) შემთხვევებს, როდესაც დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 815.2, 819 მუხლები), ამასთან, საყურადღებოა, რომ თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ., სსკ-ს 399-ე მუხლი).
- საქმე №330210116001339753 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2018
2-ე, 819-ე მუხლები), ამასთანავე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ.
- საქმე №330210018002568252 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.12.2018
…დარღვევას არ იწვევს, რადგანაც დაზღვევის ურთიერთობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები ითვალისწინებს იმ კერძო (სპეციალურ) შემთხვევებს, როდესაც დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე ( სამოქალაქო კოდექსის 815.2-ე; 819-ე მუხლები), ამასთანავე, თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება