1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება დაზღვეული ინტერესის ღირებულებას (სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც დამზღვევს, ისე მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების მიზნით შეუძლიათ მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო შესატანის დაუყოვნებლივ შესაბამისი შემცირებით.
2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი არ იყო ბათილობის შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-535-511-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2016
ამ მსჯელობასთან მიმართებით, ვინაიდან დაზღვეული იყო 600 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რომლის ნაწილიც, დაზღვევის ხელშეკრულების დადებიდან ხდომილების დადგომამდე რეალიზებული იყო, დამზღვევს წარმოუშობდა სამოქალაქო კოდექსის 822-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაჭარბებული დაზღვევის წესებით პრემიის შემცირების მოთხოვნის უფლებას.
- საქმე №330210015794711 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2018
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მაგრამ არ გამოიყენა საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 822-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება