1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.
2. პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან დააზღვია, მოვალეა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა მზღვევლის ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა.
3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას აჭარბებენ, ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა ჯამი, რომელიც თითოეული მზღვევლის მიერ სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა, აჭარბებს მთელ ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვევლები მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე
–
როგორც სოლიდარული მოვალეები
–
იმ თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან დადებული ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება მიიღოს ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-34-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2025
სააპელაციო პალატის განმარტებით, სახელშეკრულებო ჩანაწერი სრულ თანხვედრაშია ასევე სსკ-ის 827.1 მუხლის დისპოზიციასთან, რომლის თანახმადაც, „თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად“.
- საქმე №ას-1164-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 827-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, სადაზღვევო პირობების მე-2 ნაწილის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება,…
- საქმე №ას-951-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
…მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების სისტემა. ს.ს. „ს.კ.უ–მა“ უარყო შ.პ.ს. „ბ.ე.ე“-ს მოთხოვნა და ზიანის კალკულაციისას გამოიყენა არასრული ანაზღაურების ფორმულა. 8.2. სამოქალაქო კოდექსის 827-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხის და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.
- საქმე №ას-372-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
…დაეკისრა (საიდანაც 100 ლარი პირგასამტეხლოს სახით არის დაკისრებული, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3538.25 ლარი არ დაკმაყოფილდა). 9.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე, 827-ე, 417-ე, 420-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით. 9.3 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, სადავო საკითხის…
- საქმე №ას-1516-1436-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2019
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სსკ-ის 827-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და სამოქალაქო კოდექსის კომენტარზე დაყრდნობით, განმარტა, რომ ორმაგი დაზღვევისათვის არსებითია, რომ ინტერესი ერთი და იმავე რისკისგან იყოს დაზღვეული რამდენიმე მზღვეველთან.
- საქმე №330210016001351581 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება