1. დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით.
2. ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით.
3. ნებაყოფლობით დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.
4.
სავალდებულო
დაზღვევა
არის
დაზღვევის
ისეთი
ფორმა
, რომლის
დროსაც
დაზღვევის
ობიექტი
, სახეობები
და
განხორციელების
წესი
განისაზღვრება
შესაბამისი
კანონით
სავალდებულო
დაზღვევის
შესახებ
.
5. სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.
6. სავალდებულო დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.
საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-789-738-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2018
ამ გარემოებათა გაუთვალისწინებლად დარღვეულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ხელშეკრულების 2.15 პუქნტის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველი შემთხვევა შეესაბამებოდა „დაზღვევის…
- საქმე №ას-701-1075-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2007
კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლსა და “დაზღვევის შესახებ” კანონის მე-5 მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დგინდება დამზღვევსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულებით.
- საქმე №ას-4-381-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2005
…ოდენობა უნდა დაეთვალა წლიური, ერთჯერადი გადასახადის ვადის გადაცილებიდან და არა თორმეტჯერადი გადახდის ვადის გადაცილებიდან, რაც მოსარჩელის მოსაზრების საწინააღმდეგოდ არათუ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობაა, როგორც ამას „დაზღვევის შესახებ» კანონის მე-5 მუხლი ითვალისწინებს, არამედ დამზღვევის პირობების გაუარესებაა, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
- საქმე №3კ/310-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2003
…სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება ნებაყოფლობითი სადაზღვევო ურთიერთობები. სავალდებულო დაზღვევა რეგულირდება სპეციალური კანონით, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავალდებულო დაზღვევის მოსაწესრიგებლადაც. “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.
- საქმე №330210015001035900 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.02.2018
ამ გარემოებათა გაუთვალისწინებლად დარღვეულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ხელშეკრულების 2.15 პუქნტის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველი შემთხვევა შეესაბამებოდა „დაზღვევის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაზღვევის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება