დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:
ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან (ანუიტეტის ჩათვლით), ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასა და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);
ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასა და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);
გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2023 კანონი №3340
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-789-738-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2018
…პირველი პუნქტის დებულება. ამ გარემოებათა გაუთვალისწინებლად დარღვეულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ხელშეკრულების 2.15 პუქნტის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველი შემთხვევა შეესაბამებოდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ, მანქანის გაქირავების გამო, დაზღვევის ხელშეკრულება უნდა განხილულიყო…
- საქმე №ას-1058-992-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2012
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლები იძლევა ხელშეკრულებების ნათელ და არაორაზროვან დეფინიციას და მათში არ მოიაზრება საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით.
- საქმე №330210015001035900 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.02.2018
…პირველი პუნქტის დებულება. ამ გარემოებათა გაუთვალისწინებლად დარღვეულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ხელშეკრულების 2.15 პუქნტის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველი შემთხვევა შეესაბამებოდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ, მანქანის გაქირავების გამო, დაზღვევის ხელშეკრულება უნდა განხილულიყო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაზღვევის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება