1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის მოთხოვნა დამზღვევის მიმართ გადადის მზღვეველზე.
III1. ჯანმრთელობის დაზღვევა
საქართველოს 2017 წლის 28
ივნისის
კანონი №1115 - ვებგვერდი, 10.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2017 კანონი №1115
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
რაც შეეხება, აპელანტის მითითებას სსკ-ის 843-ე მუხლზე („პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას“), როგორც დამზღვევის მიმართ მზღვეველის რეგრესული წესით მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, პალატამ…
- საქმე №ბს-896-33-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2004
გარდა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონისა, მოსარჩელეთა მოთხოვნა ასევე ემყარება სკ-ის 840-ე, 843-ე მუხლებს. მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია “.......-ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა, რადგან ავტომანქანის მძღოლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია, რაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით.
- საქმე №ას-311-970-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2003
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 843-ე, 999-ე მუხლები, “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მუხლები და მიიჩნია, რომ…
- საქმე №ას-220-905-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2003
…მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელობას. სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ…
- საქმე №ას-104-797-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2003
…მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელს. სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ…
- საქმე №3კ/903-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2002
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება