1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.
2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-1604-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 836-ე, 837-ე, 838-ე, 844-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა…
- საქმე №ას-789-738-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2018
…კანონის მე-10 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად, დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადაეცა დამქირავებელს, შესაბამისად, სასამართლოს ხელშეკრულების 2.15 პუნქტის ანალიზისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 836-ე, 837-ე და 838-ე მუხლებით, რადგანაც, დაზღვევის საგნის იჯარით გადაცემისთანავე დამზღვევმა საკუთარი უფლებები და მოვალეობები გადასცა მოიჯარეს;
- საქმე №ას-367-348-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2017
უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება გარანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირება ქვემდგომ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლზე უნდა დაემყარებინა და ამ დასაბუთებით არ დაეკმაყოფილებინა 35 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი, რამდენადაც ეს უკანასკნელი…
- საქმე №ას-673-639-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2015
დაზღვეული უფლებამოსილი იყო, სადაზღვევო შემთხვევის შემთხვევაში, ესარგებლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთახმების გარეშე, რადგანაც მას ხელთ ჰქონდა სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) [სსკ-ის 837-ე და 844-ე მუხლები]. 5. 2013 წლის 23 აგვისტოს სოფელ წინანდალში მყოფ დაზღვეულს დაუსრიალდა ფეხი, ვერ შეიკავა თავი, წაიქცა და მიიღო თავის მძიმე ტრავმა.
- საქმე №ას-368-349-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2015
სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევის ურთიერთობების სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირდება სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის მეორე ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სადაზღვევო მოწმობა დამზღვევის (მოსარჩელის) ხელთაა.
- საქმე №ას-755-811-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2012
- საქმე №ას-1261-1281-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2011
- საქმე №ას-262-581-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2005
- საქმე №ას-1882-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210015001035900 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.02.2018
- საქმე №330210016001475838 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №330210018002535424 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №080210017001832252 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.07.2019
- საქმე №330210018002725299 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330210018002480312 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №330210018002462887 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330210118002280346 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330210118002493095 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №330210017002045435 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.09.2018
- საქმე №071210018002282663 · საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლო · 16.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება