1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
2. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო მოწმობას.
3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს დაზღვეულის სასარგებლოდ, თუ დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული პირი ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.
გ
) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-1604-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 836-ე, 837-ე, 838-ე, 844-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა…
- საქმე №ას-789-738-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2018
…მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად, დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადაეცა დამქირავებელს, შესაბამისად, სასამართლოს ხელშეკრულების 2.15 პუნქტის ანალიზისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 836-ე, 837-ე და 838-ე მუხლებით, რადგანაც, დაზღვევის საგნის იჯარით გადაცემისთანავე დამზღვევმა საკუთარი უფლებები და მოვალეობები გადასცა მოიჯარეს;
- საქმე №ას-368-349-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2015
…დაზღვევის ურთიერთობების სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირდება სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის მეორე ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სადაზღვევო მოწმობა დამზღვევის (მოსარჩელის) ხელთაა. ამავე კოდექსის 838-ე მუხლით დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია, ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
- საქმე №ას-1882-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება სსკ-ის 837-ე და 838-ე მუხლებით. 22. სსკ-ის 837-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
- საქმე №330210015001035900 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.02.2018
…მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად, დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადაეცა დამქირავებელს, შესაბამისად, სასამართლოს ხელშეკრულების 2.15 პუნქტის ანალიზისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 836-ე, 837-ე და 838-ე მუხლებით, რადგანაც, დაზღვევის საგნის იჯარით გადაცემისთანავე დამზღვევმა საკუთარი უფლებები და მოვალეობები გადასცა მოიჯარეს;
- საქმე №330210016001475838 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №080210017001832252 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.07.2019
- საქმე №330210118002280346 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება