1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.
2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი მითითებით იქნა გაღებულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-994-955-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2015
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის შემცირება და თავიდან აცილება მზღვეველისა და დამზღვევის ერთობლივ ინტერესს წარმოადგენდა.
- საქმე №2კ-779აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2006
რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის მე-3 ნაწილით, როცა მოვალე გადაუხდის ფინანსურ აგენტს მოთხოვნილ თანხებს შესაბამისი ვალდებულებების მიხედვით, მოვალე, ამ შემთხვევაში _ ქართული „საბითუმო ბაზარი», თავისუფალია ვალდებულებებისაგან კლიენტის (ცედენტის) _ „---საგან».
- საქმე №330210017001675179 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
…კომპანიამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 25 618 ლარის ფარგლებში ივალდებულა, შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ფასი აღემატებოდა ავტომობილის სადაზღვევო თანხის 60%-ს, ამიტომ მისი ახალი ავტომობილით ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო. სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.
- საქმე №330210016001220211 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.10.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე 105-ე მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 830-ე მუხლები. 8. სამართლებრივი შეფასება 8.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია.
- საქმე №330210018002455255 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 821-ე, 823-ე, 839-ე, 814-ე, 830-ე, 319-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება