თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 812. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ
სამოქალაქო კოდექსის 812-ე მუხლი · სკ 812
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-423-2026
განსახილველ შემთხვევაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ გარემოებას, არსებობს თუ არა სამოქალაქო კოდექსის 812-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი.
- საქმე №ას-318-2026
რაც შეეხება სსკ-ის 812-ე მუხლს, იგი იცავს დამზღვევის ინტერესებს და, მიუხედავად მზღვეველის მიერ ხელშეკრულების მოშლისა, დამზღვევს მაინც უნარჩუნებს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების…
- საქმე №ას-1410-2025
განსახილველ შემთხვევაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ გარემოებას, არსებობს თუ არა სსკ-ის 812-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მხოლოდ ისეთი…
- საქმე №ას-823-2022
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 812-ე მუხლით მოწესრიგებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი მზღვეველს არ შეატყობინებს ინფორმაციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას.
- საქმე №ას-469-2021
…გამხდარა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის საფუძველი და სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურებაც სწორად მოხდა, რადგან არასწორი ცნობების შესახებ სადაზღვევო კომპანიამ მხოლოდ დასაზღვევეო შემთხვევის დადგომის შემდეგ გაიგო, რაც მას სსკ-ის 812-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, არ ათავისუფლებს ვალდებულების შესრულებისგან. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 832-ე მუხლი უნდა გამოეყენებია სასამართლოს, რომლის…
- საქმე №ას-594-2020
- საქმე №ას-281-281-2018
- საქმე №ას-409-382-2017
- საქმე №ას-657-624-2014
- საქმე №050210016001524314
- საქმე №330210015753225
- საქმე №330210117002175148
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 241. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისას მზღვეველს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ დაზღვევის დროს გაცემული პოლისის ან სხვა სადაზღვევო საბუთების წარმოდგენა
- მუხლი 260. 1. სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას მზღვეველს უფლება აქვს სრული სადაზღვევო თანხის გადახდის გზით გათავისუფლდეს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობისაგან. იგი ვალდებულია ამ უფლების გა
- მუხლი 30. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა
- მუხლი 263. სრული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისას, კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მზღვეველზე მისი თანხმობით გადადის:
- მუხლი 17. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა
- მუხლი 236. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს თავისი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება საზღვაო დაზღვევის პირობები (პოლისი, სადაზღვევო სერტიფიკატი და ა.შ.)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 806. დაზღვევის დაწყების დრო
- მუხლი 807. სადაზღვევო შესატანის გადიდების შედეგები
- მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
- მუხლი 809. არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები
- მუხლი 810. დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო
- მუხლი 811. ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის ვადა
- მუხლი 813. საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება
- მუხლი 814. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება
- მუხლი 815. სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება
- მუხლი 816. პირველი სადაზღვევო შესატანი
- მუხლი 817. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 812, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-812/