1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს ჩააბაროს მატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი დოკუმენტი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)). ამასთანავე, მზღვეველის მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. დასაშვებია მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება.
2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) ხე
ლშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს);
ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;
გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;
დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;
ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას;
ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3278 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.06.2023 კანონი №3278
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) 1. მზღვეველი მოვალეავალდებულია დამზღვევს ჩააბაროს დამზღვევსმატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი საბუთიდოკუმენტი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა –(პოლისი)). პოლისი).ამასთანავე, მზღვეველის მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. დასაშვებია მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება. 2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) ხელშეკრულებისხე ლშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას; დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას; ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას. 3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(28)
- საქმე №ას-1113-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2025
…ნორმების დარღვევით, მხარეთა პაექრობის ეტაპზე, რა დროსაც მოპასუხეს არ მიეცა დოკუმენტის შესწავლისა და შედარების შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლოს აღნიშნულ დანართს სადაზღვევო პოლისთან მიმართებით უპირატესობა არასწორად მიანიჭა. სსკ-ის 802-ე მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო პირობები დგინდება პოლისის შინაარსიდან და სადაზღვევო ხელშეკრულებას ძალა გააჩნია, თუ იგი პოლისს არ ეწინააღმდეგება.
- საქმე №ას-1085-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2025
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით, 839-ე, 802-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, სადაზღვევო რისკის სახედ დადგინდა „დამზღვევის“ მიერ დასაცავ ობიექტზე მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შეღწევისას „დამკვეთის“ ქონების ხელყოფა, მათ შორის - ქურდობა, ძარცვა, და სხვა.
- საქმე №ას-1546-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა მხარეთა ნების განმარტების აუცილებლობა, თუმცა ამ პროცესში სრულად იქნა იგნორირებული არამხოლოდ მოპასუხის პოზიცია ან/და სახელშეკრულებო ნორმები, არამედ როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ სადაზღვევო ინდუსტრიაში დამკვიდრებული, წესი, რომლის თანახმადაც, პოლისში მიეთითება სადაზღვევო ხელშეკრულების მხოლოდ სავალდებულო პარამეტრები ( სამოქალაქო კოდექსი 802-ე მუხლი), ხოლო მისი შემავსებელი ნაწილი (გამონაკლისები, ანაზღაურების პროცედურა, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა) - დაზღვევის შესაბამის ხელშეკრულებაში/პირობებში;
- საქმე №ას-1260-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს სადაზღვევო რისკის განსაზღვრას.
- საქმე №ას-1268-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
…არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. იმავე კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს სადაზღვევო რისკის განსაზღვრას.
- საქმე №ას-725-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2019
- საქმე №ას-384-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1708-1602-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2013
- საქმე №ას-719-674-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
- საქმე №ას-733-1003-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2005
- საქმე №ას-4-381-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2005
- საქმე №ას-220-905-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2003
- საქმე №3კ/310-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2003
- საქმე №ას-225-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210018002271094 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2019
- საქმე №200210016001536205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №330210016001520154 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.09.2018
- საქმე №330210116001615589 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2018
- საქმე №330210018002789320 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2019
- საქმე №330210018002554512 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330210019002874093 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2019
- საქმე №330210018002270351 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №330310018002713555 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330210018002271094 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330210118002280346 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330210018002495606 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №330210018002439719 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №200210016001536205 · თელავის რაიონული სასამართლო · 23.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება