დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.11.2024
საქმის ნომერი
2კ-169-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №169I-24 თბილისი

უ. რ., 169I-24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. უ-ის – ადვოკატ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, რ. უ-ის მიმართ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ-ის რ-აში:

1.1. რ. უ-ი მსჯავრდებულია:

1) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევა), 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ჯგუფურად), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება), 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება), 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 89-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება);

2) თ-ის რ-ის ოსმანჯიქის რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა ან წინააღმდეგობის გაწევა), 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეურაცხყოფა);

3) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა ან წინააღმდეგობის გაწევა) და 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეურაცხყოფა);

4) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა);

5) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა ან წინააღმდეგობის გაწევა);

6) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ნივთის დაზიანება) და 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით);

7) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – 2 ეპიზოდი);

8) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (მუქარა);

9) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ძვლის მოტეხილობა გამოიწვია), 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება);

10) თ-ის რ-ის ულუსის რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – 2 ეპიზოდი);

11) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – 2 ეპიზოდი);

12) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა);

13) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საგზაო მოძრაობისთვის საფრთხის შექმნა);

1.2. 2023 წლის 16 თებერვალს თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და რ. უ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 112 თვითა და 391 დღით თავისუფლების აღკვეთა;

1.3. 2023 წლის 14 თებერვალს გაიცა რ. უ-ის დაკავების ბრძანება აღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით.

2. რ. უ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

§ 2023 წლის 29 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო რ. უ-ის საექსტრადიციო მასალები;

§ 2024 წლის პირველ ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. უ-ი;

§ 2024 წლის 3 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით რ. უ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც აეთვალა 2024 წლის პირველი ივლისიდან;

§ 2024 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით რ. უ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე.

3. 2024 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თ-ის რ-ის მოქალაქე რ. უ-ის, -- თ-ის რ-აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

4.1. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა ან წინააღმდეგობის გაწევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ოსმანჯიქის რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.2. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა ან წინააღმდეგობის გაწევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.3. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.4. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა ან წინააღმდეგობის გაწევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.5. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.6. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.7. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.8. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ძვლის მოტეხილობა გამოიწვია), 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.9. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ულუსის რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.10. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.11. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.12. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საგზაო მოძრაობისთვის საფრთხის შექმნა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენის აღსრულების მიზნით, თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.13. დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევა), 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ჯგუფურად), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება), 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება), 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 89-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით;

4.14. დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით;

4.15. დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ოსმანჯიქის რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით;

4.16. დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიცია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. უ-ის ადვოკატმა – ს. ა-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და თ-ის რ-აში რ. უ-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მისივე განმარტებით, დაემუქრება საფრთხე. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ რ. უ-ის მეუღლე და შვილები საქართველოში ცხოვრობენ.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი ნანიკო ზაზუნაშვილი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს რ. უ-ის თ-ის რ-აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (Non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი რ. უ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ რ. უ-ი არის თ-ის რ-ის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ-ის რ-ის მოქალაქე რ. უ-ს უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, რ. უ-ის ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ადვოკატის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ თ-ის რ-აში ექსტრადიციის შემთხვევაში, რ. უ-ის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ხოლო ზოგადი განცხადებები ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად. ამავე დროს, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული თ-ის რ-აში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. უ-ის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. ამავე დროს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს თ-ის რ-ის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თ-ის რ-ა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თ-ის რ-აში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. უ-ის უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; მას მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა. ამასთან, მისთვის წარდგენილი მსჯავრი არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

8. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს – რ. უ-ს საქართველოში ჰყავს ოჯახი, რის გამოც დაუშვებელია მისი ექსტრადიცია თ-ის რ-აში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. უ-ის – ადვოკატ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე