1. პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.
2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 993-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიზეზობრივ კავშირში ყოფილიყო დამდგარ შედეგთან.
- საქმე №ას-1705-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2020
…მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. სსკ-ის 993-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია, აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.
- საქმე №ბს-436-433(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2017
კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სამმართველოს ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
- საქმე №ას-127-441-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2004
ამდენად, განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის, სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის, 120-ე, 411-ე, 992-ე მუხლებისა და 993-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება სასამართლო სხდომაზე მტკიცებულების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
- საქმე №3კ/893-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2002
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, 412-ე, 413-ე, 992-ე, 993-ე მუხლები. მოწინააღმდეგე მხარე შესაგებელში უთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მათ მხარეს დაეკისრა კასატორის სასარგებლოდ 12600 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.
- საქმე №3კ/621-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2002
- საქმე №3კ/435-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2002
- საქმე №3კ/924-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2001
- საქმე №090210019002714381 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330210014599233 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება