1. ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.
2. მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.
3. ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-1626-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
…ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ; №ას-1426-2018, 11.04.2019წ; №ას-1085-2021, 09.03.2022წ.). მოპასუხე დაბადებულია 22.06.2002 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 21.11.2019 წელს. სსკ-ის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.
- საქმე №ას-332-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 994-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტა, რომ კანონიერი წარმომადგენელი პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე ზიანის იმ ნაწილში, რომლის ანაზღაურებაც არასრულწლოვანს არ შეუძლია თავისი ქონებით ან შემოსავლით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა სუბსიდიურია.
- საქმე №ას-635-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2020
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მიზნებისთვის გადამწყვეტია დელიქტის ჩადენის დრო. კანონმდებელმა არასრულწლოვანი პირის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად…
- საქმე №ბს-1104-1056(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2008
სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული საკითხი რეგულირდება როგორც მე-14, ასევე 994-ე მუხლებით. ამ უკანასკნელის მე-3 ნაწილის მიხედვით, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.
- საქმე №ბს-15-15(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2007
…შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.” კასატორის მტკიცებით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის გამოყენება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო კი არ გამდიდრებულა, მან მიიღო ზუსტად ის თანხა, რაც წილის შესასყიდად იყო საჭირო.
- საქმე №3კ/810 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2001
- საქმე №010210017001709152 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330210016001644579 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №010210017001709152 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 08.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება