1. პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ.
2. პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ.
3. ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე მუხლები.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
- საქმე №ას-61-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…საკუთრებაში გადაცემის კანონიერება. 13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი. 14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 988.1 მუხლის თანახმად, პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე.
- საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
კანონის ზემომოხმობილი ნორმების და საკასაციო პალატის განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს…
- საქმე №ას-964-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…979.1 (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) და 989.1 (თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები,რომელიც მოვალეა, დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა, დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია) მუხლებს უნდა დაეფუძნოს (შდრ.
- საქმე №ას-334-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2021
სსკ-ის 989-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.
- საქმე №ას-541-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
ამავე კოდექსის 989-ე მუხლის თანახმად, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.
- საქმე №ას-1379-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2020
- საქმე №ას-390-390-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2018
- საქმე №ბს-739-735(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2017
- საქმე №ას-4-4-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2016
- საქმე №ას-1193-1122-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2016
- საქმე №ას-801-766-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2015
- საქმე №ას-546-519-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2015
- საქმე №ას-1822-1796-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2012
- საქმე №ას-232-493-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2008
- საქმე №ას-1426-1642-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2006
- საქმე №330210018002490484 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №190210119003021771 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №010210016001477694 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.02.2020
- საქმე №010210117002119908 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210018002490484 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №190210116001584382 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №330210117002071637 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №330210115771280 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება