1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.
2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979
–
981-ე მუხლების მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის ფაქტის დადგენილად ცნობის პირობებში ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნა წარმატებულია, რაც სსკ-ის 989-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
- საქმე №ას-334-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2021
…სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 36. სსკ-ის 989-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს…
- საქმე №ას-541-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
…მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. ამავე კოდექსის 989-ე მუხლის თანახმად, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას…
- საქმე №ას-1237-1157-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2018
სასამართლო სარჩელში მითითებული გარემოებებისა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ფონზე არ იყო უფლებამოსილი სარჩელის, თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 989-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული, რადგანაც კანონისმიერი მოთხოვნის წინაპირობები არ…
- საქმე №ას-390-390-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2018
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 976-ე, 979-ე და 989-ე მუხლები გამოიყენა. 11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი…
- საქმე №ბს-739-735(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2017
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
- საქმე №ას-4-4-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2016
- საქმე №ას-1193-1122-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2016
- საქმე №ას-801-766-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2015
- საქმე №ას-546-519-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2015
- საქმე №ას-1822-1796-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2012
- საქმე №ას-1426-1642-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2006
- საქმე №ას-222-521-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2004
- საქმე №3კ/312-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2001
- საქმე №330210015001018512 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №330210018002490484 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №060210017001926708 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330210018002490484 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330210117002071637 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №330210115771280 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება