1. თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები.
2. ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ას-1017-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
ამ ფაქტობრივ სიტუაციაზე სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 984-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თა.ხმად ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.
- საქმე №ბს-833(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
მოცემულ შემთხვევაში თსუ-ს ქმედებაში არის ბრალეულობის ნიშნები გაუფრთხილებლობის სახით, რის შედეგადაც ვერ იქნა აღქმული ქმედებაში სამართლებრივი ხარვეზების არსებობა, თუმცა მიუხედავად ამისა თსუ-ს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან ადგილი არ აქვს მის გამდიდრებას, რაც სკ-ის 984-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია. ამდენად, მოპასუხის სათანადოობის საკითხის გადაწყვეტაში სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის ნორმების დანაწესებით.
- საქმე №ას-1163-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
ამ ფაქტობრივ სიტუაციაზე სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 984-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.
- საქმე №ას-1507-1427-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2018
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 974-ე, 979-ე, 980-ე, 982-ე, 984-ე, 985-ე, 987-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, მოწმეთა ჩვენებებით და დაადგინა, რომ მოსარჩელე…
- საქმე №ას-197-186-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2017
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2014 წლის 13 მაისამდე არ იცოდა სადავო ქონებაზე სამინისტროს საკუთრების წარმოშობისა და მის წინაშე თავისი უფლებამოსილების ხარვეზის თაობაზე, შესაბამისად, პალატის განმარტებით, ამ დრომდე ფართის სარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, სსკ-ის 984.1 მუხლის მიხედვით, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო; 11.5. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხე 2014 წლის 13 მაისიდან 2014…
- საქმე №ას-472-448-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2013
- საქმე №ას-471-445-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ას-1139-1028-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2011
- საქმე №ას-1100-1364-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2010
- საქმე №120210017001975535 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.02.2019
- საქმე №170210015692574 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.04.2018
- საქმე №330210017002225462 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №170210119003041487 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 27.12.2019
- საქმე №330210018002770551 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330210015797855 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330210018002517605 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.10.2018
- საქმე №190210018002266010 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 12.09.2018
- საქმე №330210017002225462 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება