1. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
2. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
3. არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.
4. თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გამო, მაშინ მას არ ეკისრება უკან დაბრუნების მოვალეობა, თუ ეს გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
5. შესრულების საგნის დაღუპვა ან გაფუჭება, რისთვისაც შემსრულებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ნამდვილობის დროს, ყოველთვის ათავისუფლებს მიმღებს ანაზღაურების მოვალეობისაგა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(413)
- საქმე №ას-199-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
…აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“...
- საქმე №ას-218-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების საიჯარო ქირის ოდენობით.
- საქმე №ბს-329(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
ს-ეის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებს - 976-ე, 979-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და 991-ე მუხლებს. ვ. ს-ე ითხოვს მისთვის უსასყიდლოდ ჩამორთმეული ქონების ღირებულების ანაზღაურებას.
- საქმე №ას-1283-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი, 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე. 11.
- საქმე №ას-1474-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2026
…აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“...
- საქმე №ას-482-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-591-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-1123-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.10.2025
- საქმე №ას-61-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ას-1017-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
- საქმე №ას-1398-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
- საქმე №ას-94-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ას-439-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
- საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1416-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ას-459-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-212-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ას-307-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №ას-1167-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №ას-1341-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ას-711-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ას-778-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
- საქმე №ას-581-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №ას-206-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.08.2024
- საქმე №ას-930-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ას-1524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №ას-401-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ას-125-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2024
- საქმე №ას-181-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ას-670-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2024
- საქმე №ას-1084-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
- საქმე №ას-1148-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2024
- საქმე №ას-450-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-314-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-969-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ას-1165-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ას-1123-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
- საქმე №ას-1305-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 413-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება