1. პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან
ბ) გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(42)
- საქმე №ას-764-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე თავადვე ადასტურებს, რომ მოსარჩელისა და ლ.დ.ს–ის ანგარიშებიდან მათივე თანხმობით მიიღო…
- საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…შედეგად, ქ. გ– გახდა მიწის ნაკვეთების ფორმალური მესაკუთრე, რომელიც ყველა ამ პროცესში იყო მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური ფიგურა და მოსარჩელის ადგილს ოფიციალურ დოკუმენტებში იკავებდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გ.ბ–ძეს მოეყვანა ინვესტორი. სსკ-ის 977-ე მუხლის წინაპირობების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოსარჩელემ ქ. გ–ს ფორმალურად გადასცა მოიჯარისა და მესაკუთრის უფლება მიწის ნაკვეთებზე იმ მიზნით, რომ მის მეუღლეს მოეყვანა ინვესტორი და წამოეწყოთ საერთო ბიზნესი.
- საქმე №ას-439-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლით, არამედ სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ საკასაციო პალატის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება.
- საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
გარდა ამისა, დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 977.1 მუხლი (პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე…
- საქმე №ას-1376-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 977-ე და 976-ე მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს ვითომ-კრედიტორისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
- საქმე №ას-1096-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №ას-1160-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ას-293-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2022
- საქმე №ბს-818(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ას-1193-1122-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2016
- საქმე №ას-448-424-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2013
- საქმე №ას-88-84-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2013
- საქმე №ას-995-934-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2012
- საქმე №ას-552-520-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ას-1166-1186-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-1049-983-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2011
- საქმე №ას-392-708-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2009
- საქმე №ას-232-493-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2008
- საქმე №ას-236-497-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2008
- საქმე №ას-1127-1374-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2006
- საქმე №3კ/741 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2000
- საქმე №020310015001170515 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №080210119001927463 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №190210016001664336 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.06.2018
- საქმე №020310015001170515 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
- საქმე №330210119003338317 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.03.2020
- საქმე №010310018002398667 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.12.2019
- საქმე №010210017002003637 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №330210118002624824 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №330210018002615616 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №330210118002622368 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №330210118002624820 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №330210118002624721 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №330210018002615564 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №330210118002620833 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №330210118002490509 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330210118002620816 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210018002615493 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210018002617604 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210118002622279 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება