1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან
–
979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.
2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.
3. შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის მიმღები მოვალეა აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესების მიხედვით იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია შესრულების საგანთან დაკავშირებით. აუცილებლის გარდა, სხვა ხარჯები არ ანაზღაურდება.
4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ ვრცელდებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(97)
- საქმე №ას-241-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2024
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც და აღნიშნა, რომ გამდიდრების ობიექტი ფულადი თანხაა და მისი განსაკუთრებული ბრუნვაუნარიანობა და შემოსავლის მიღების თავისთავადი თვისება უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირს წარმოუშობს კრედიტორისადმი მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის გადახდის ვალდებულებას, მიუხედავად ბრალისა.
- საქმე №ას-1506-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს არამიზნობრივად დახარჯული სესხი, შესაბამისად, მას ამ თანხის განმეორებით მოთხოვნის უფლება აღარ აქვს, თუმცა შეუძლია, მოითხოვოს ფულად ვალზე პროცენტის გადახდა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 981.2 მუხლით. ამასთან, მართალია, მოპასუხემ სადავო თანხასთან ერთად მოსარჩელეს პროცენტიც (წლიური 7%) გადაუხადა, მაგრამ ასეთი შეღავათიანი პროცენტით მოპასუხეს მხოლოდ მაშინ შეეძლო ესარგებლა, თუ სესხს მიზნობრივად დახარჯავდა.
- საქმე №ას-1838-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
იგულისხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 979-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 981-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე.
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
…სარჩელის აღძვრამდე დროის შუალედში ზიანის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს კონდიქციური სამართლის ფარგლებში, ვინაიდან დროის მითითებულ შუალედში თანხების ფლობას ი.ს–ის მხრიდან ვარგისი სამართლებივი საფუძველი არ გააჩნდა. 45.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის თანახმად, თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის…
- საქმე №ბს-531(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2022
ამისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლი ეხება არაკეთილსინდისიერ მიმღებს და აკისრებს მას უფლებამოსილი პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
- საქმე №ას-1377-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2022
- საქმე №ას-633-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ას-734-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2020
- საქმე №ას-1741-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2020
- საქმე №ას-10-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2020
- საქმე №ას-1527-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2020
- საქმე №ბს-220(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
- საქმე №ას-591-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2020
- საქმე №ას-1070-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
- საქმე №ას-1238-1158-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2018
- საქმე №ას-1247-1167-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2017
- საქმე №ას-1209-1169-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2017
- საქმე №ას-494-474-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2017
- საქმე №ას-493-473-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2016
- საქმე №ას-166-162-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.08.2016
- საქმე №ას-1016-959-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2016
- საქმე №ას-135-131-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2016
- საქმე №ას-12-12-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2016
- საქმე №ას-632-598-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2015
- საქმე №ას-623-590-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2015
- საქმე №ას-1041-981-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ას-1165-1111-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2015
- საქმე №ას-873-835-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2015
- საქმე №ას-511-484-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2015
- საქმე №ას-978-939-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2015
- საქმე №ას-536-509-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2015
- საქმე №ას-1234-1179-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2014
- საქმე №ას-80-76-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2013
- საქმე №ას-1669-1565-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2013
- საქმე №ას-3-3-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2013
- საქმე №ას-1056-990-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2013
- საქმე №ას-1158-1178-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2012
- საქმე №ას-363-344-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
- საქმე №ას-1767-1747-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2012
- საქმე №ას-1075-1105-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2011
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 97-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება