1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან
ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან
გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა
დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქცია
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1372)
- საქმე №ას-1075-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
საკასაციო პალატა არც ამ არგუმენტს იზიარებს და მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს…
- საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
ამ მიმართებით კასატორი მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 982-ე მუხლებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოსარჩელის სამართლებრივ სიკეთეში ჩარევას, უდავოა, რომ მოპასუხე არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, უარს აცხადებს ხელშეკრულების მისადაგებაზე და უნებართვოდ სარგებლობს მილსადენით გატარებული წყლით.
- საქმე №ას-339-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2026
…ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
- საქმე №ას-200-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
ბათილი გარიგების შედეგების უკუქცევის - გადაცემული ქონების უკან დაბრუნების - სამართლებრივი საფუძველია შესრულების კონდიქცია ( სსკ 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რომელიც, საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულებებისათვის ხანდაზმულობის სპეციალური ვადის არარსებობის პირობებში, მოთხოვნათა მიმართ სსკ 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო, 10 წლიანი ვადით არის შემოფარგლული (იხ.
- საქმე №ას-144-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
…სარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 629-ე მუხლი „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს“.
- საქმე №ას-199-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ას-514-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
- საქმე №ბს-329(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ას-714-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ას-94-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №ას-1449-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ას-1178-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ას-997-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2026
- საქმე №ას-81-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-1374-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2025
- საქმე №ას-1330-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №ას-1236-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-1047-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-482-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-932-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-137-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-1123-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.10.2025
- საქმე №ას-881-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №ას-1009-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ას-180-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №ას-1398-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
- საქმე №ას-94-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ას-179-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
- საქმე №ას-1155-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
- საქმე №ას-1196-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-656-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1416-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ას-459-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-538-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ას-212-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ას-1059-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1372-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება