1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.
2. ბრალის არსებობის შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ასევე 984-ე და 985-ე მუხლების მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-1495-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჩუქება თავისი ბუნებით, იმ ტიპის გარიგებას წარმოადგენდა, რომლითაც დასაჩუქრებული დაცული არ იყო შესაბამისი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას მისი ბათილობისგან, ხოლო ასეთის დადასტურების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 990-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული ვალდებული იყო უფლებამოსილ პირისათვის დაებრუნებინა მიღებული.
- საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
ეს განპირობებულია იმით, რომ სასყიდლიანი განკარგვისაგან განსხვავებით, უსასყიდლო განკარგვა სამართლებრივი დაცვის უფრო ნაკლები ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ არაუფლებამოსილი პირის მიერ უსასყიდლო განკარგვისას, თუნდაც ეს განკარგვა ნამდვილი იყოს უფლებამოსილი პირის მიმართ, ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი შედეგი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს ( სსკ-ის 990.1 მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-643-611-2013, 19 ივნისი, 2015 წელი). 70. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ ჩუქების გზით მიიღო სადავო ქონება, მისი კეთილსინდისიერების საკითხის გამორკვევა არარელევანტურია.
- საქმე №ას-1051-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2022
შესაბამისი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას, დასაჩუქრებული ვალდებულია უფლებამოსილ პირს დაუბრუნოს მიღებული ( სსკ 990-ე მუხლი). 14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზეც, რომლის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
- საქმე №ას-682-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
5.8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია, რომ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადება დაწერილია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ და მას არ ევალება ქონების უკან დაბრუნება; 5.9. სსკ-ის 990-ე მუხლის თანახმად, თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.
- საქმე №ას-742-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2021
…სამართალი ( სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი). მოპასუხეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადაეცა ისე, რომ ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია. შესაბამისად, იგი სადავო უძრავი ქონებით მოსარჩელის ხარჯზე უსამართლოდ გამდიდრდა. სსკ-ის 990-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი არაუფლებამოსილი პირია, ხოლო განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის – მოპასუხის მიმართ.
- საქმე №ას-977-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-487-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2020
- საქმე №ას-397-397-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2019
- საქმე №ას-471-471-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2019
- საქმე №ას-392-392-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
- საქმე №ას-584-553-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2015
- საქმე №ას-643-611-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2015
- საქმე №330210018002404232 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2019
- საქმე №170210118002248587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210016001397022 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330210118002784262 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №330210117002118842 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330210018002765921 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №190210118002574253 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №190210117001869799 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 19.07.2018
- საქმე №190210016001252076 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება