1. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა.
2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდამჭერს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხარდამჭერს არ დაეკისრება, თუ ის დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-1375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
მოსამართლე სასამართლო პროცესზე მხარეებს მოუწოდებდა შენობების მიერ დაკავებული მიწა არათუ შენობების მიერ დაკავებული მიწის პროპორციულად და ფართების პროპორციულად გაყოფილიყო, არამედ აპელირებდა სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლის გამოყენებაზე; 18.3. სასამართლომ 995-ე მუხლის დანაწესი „თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი" განმარტა ისე, რომ ამ ცნებაში იგულისხმება მარტოოდენ დოკუმენტურად დადასტურება ზემოაღნიშნული მუხლისგან განსხვავებულ წესზე;
- საქმე №ას-336-321-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2016
…განისაზღვრება საერთო საკუთრებაში წილობრივი მონაწილეობით – საზიარო უფლებით და არა ინდივიდუალური საკუთრებით მრავალბინიან სახლში, შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის საზიარო უფლების მარეგულირებელი ნორმები; 20.5. სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
- საქმე №ას-711-677-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2015
სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მეთვალყურეობის მოვალეობის დარღვევისას, პასუხისმგებლობა მრავალმხრივია.
- საქმე №ას-119-113-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2013
ამ შემთხვევაში სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენებს ზიანს სხვა პირს, მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება;
- საქმე №ას-100-96-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2012
…უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში, სადაც არსებობს ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ჩანაწერები გ. ჩ-ის არაადეკვატური ქცევების შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე ა.(ა).ი.პ „პ. ნ. ს-ოს” ლ. დ-ისათვის კომპენსაციის სახით გადაცემული აქვს 800 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი;
- საქმე №ას-1590-1588-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2011
- საქმე №ას-850-1064-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2009
- საქმე №ას-366-717-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2007
- საქმე №ას-1123-1369-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2006
- საქმე №ას-1333-1454-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2005
- საქმე №3კ/653-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2001
- საქმე №190210017001923764 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 14.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება