პირი პასუხს არ აგებს დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში ყოფნისას მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. თუ პირმა თავი ასეთ მდგომარეობაში თვითონ ჩაიგდო ალკოჰოლური სასმლის ან სხვა, მსგავსი საშუალების გამოყენებით, იგი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მდგომარეობაში ბრალის გარეშე აღმოჩნდა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №837
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 996. დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი სულიერიფსიქიკური მოშლილობისაშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირი პასუხს არ აგებს დროებით უგონო მდგომარეობაში ან სულიერიდროებითი მოშლილობისფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში მყოფიყოფნისას პირიმის პასუხსმიერ არ აგებს მიყენებული ზიანისათვის.ზიანისთვის. თუ პირმა თვითონ ჩაიყენა თავი ასეთ მდგომარეობაში თვითონ ჩაიგდო ალკოჰოლური სასმელისსასმლის ან სხვა, მსგავსი საშუალებებისსაშუალების გამოყენებით, იგი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებათავისუფლდება, პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა,შემთხვევისა, როცაროდესაც ამ მდგომარეობაში ბრალის გარეშე აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.აღმოჩნდა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-507-474-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2017
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-10 მუხლით, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 427-ე, 434-ე, 442-ე, 452- 454-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე, 996-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს სარჩო, როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხა, მიუღებელი და შესაბამისად მომავალში მისაღები პენსია, სარჩო და არა - ერთჯერადი კომპენსაცია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება